გასულ 24 საათში ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსზე 130 სწრაფი ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების 2 შემთხვევა „მედალფაში“ ჩატარებული 80 ტესტის შედეგად გამოვლინდა.
სოფლის უბნებში 40 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 1 შემთხვევა გამოვლინდა, ბავშვთა საავადმყოფოში გაკეთებული ტესტებით კი 4 დადასტურდა.
რაც შეეხება სოფელ შრომაში არსებულ ვითარებას, გუშინ, ადგილზე ჩატარებული ტესტების შედეგად ინფიცირების 1 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის ცენტრისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფოთში კორონავირუსი შრომის 2 მცხოვრებს დაუდასტურდა.