ოზურგეთში ეპიდვითარება მზარდია.
როგორია ვითარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში- ამის გასარკვევად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ლელა იმედაშვილს ვესაუბრეთ.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შრომის თემის სკოლებში სასწალო პროცესი გადაყვანილია ონლაინ რეჟიმზე. ეს არის შრომის საჯარო, ხრიალეთის საბაზო, ორმეთის საბაზო და შრომის ფილიალი ეკალდიდი.
გარდა ამისა, ჰიბრიდული სწავლა მიდის ორ-ორ კლასში, წმინდა გაბრიელისა და წმინდა ნინოს სკოლებში. სხვაგან სწავლა ამ ეტაპზე კონტაქტურია.
რაც შეეხება მოსწავლეების აქტივობას, ნორმალურია, იმაზე მაღალიც კი, ვიდრე შეიძლება იყოს“,_ გვითხრა იმედაშვილმა.