გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ 7-8 აპრილს გურიაში, ასევე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ზოგან გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია +24, +29 გრადუსის ფარგლებში.
გვაზავას თქმით, 9 აპრილიდან ამინდი გაუარესდება.
„9 აპრილიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება, იწვიმებს. მთაში დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. შემდეგ დღეებში ნალექის ინტენსივობა შესუსტდება, მაგრამ ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
9 აპრილიდან კვირის ჩათვლით დაბლობში მოსალოდნელია +10, +12 გრადუსი. არ არის გამორიცხული მთაგორიან ადგილებში წვიმა თოვლჭყაპში გადაიზარდოს“,_ გვითხრა გვაზავამ.