გურიის რეგიონში მცხოვრები 28 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 აპრილს შეიყვანა კოვიდ-19-ის დიაგნოზით.
სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
კოვიდ 19-ის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. საჭირო გახდა აპარატურული მხარდაჭერა, თუმცა, მედიკოსების ძალისხმევა ამაო გამოდგა _ პაციენტი 7 აპრილს გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ “გურია ნიუსს” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან მოაწოდეს.
ოზურგეთში კორონავირუსით ახალგაზრდა გარდაიცვალა