ფეისბუქზე ჯგუფში „This is ლანჩხუთი“ რამინ ქურიძე ფოტოსა და პოსტს აქვეყნებს, თუ როგორ ცდილობენ ახალგაზრდები საკუთარი ძალებით ამოავსონ ლანჩხუთში, თბილისის ქუჩაზე ასფალტის საფარზე გაჩენილი ორმოები.
„თუ შეგიძლიათ, მითხრათ, ვის ეხება გზების დაგებასთან დაკავშირებული საქმიანობა? გამგეობის საქმეა ეგ, თუ რაიმე სხვა ორგანო უნდა ჩავრიოთ? უბრალოდ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა უკვე ლანჩხუთში ამ საკითხთან დაკავშირებით, მე შემიძლია გავიდე და გადავუღო ფოტოები ამ გზებზე არსებულ „იამებს“ კი არა, უბრალოდ, ღრმულებს. იმედია მხოლოდ მე არ მაწუხებს ეს საკითხი და ვის მივმართოთ ამასთან დაკავშირებით? თბილისის ქუჩაზე მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ჩვენი სახსრებით ამოვავსეთ რამდენიმე იამა, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამ გაჭირვების დროს არ არის ეგ სახსრები, თორემ სიამოვნებით გავაგრძელებდი. რაც ვიცი ამ დროისთვის ყველაზე ცუდი მდგომარეობა შემდეგ ქუჩებზეა: თბილისის, კვირკველიას, ვახტანგ გორგასლის ( აუიზის უკან რომ ქუჩაა) და გია ჭანტურიას (ძველი საავადმყოფოს ქუჩა) ქუჩები. იქნებ არის ამ ქუჩების განახლებისთვის თანხა გამოყოფილი და არ ვიცი, თუ ეგრეა, ძალიან კარგი, მაგრამ თუ არ არის, იქნებ, ვინმეს მივაწვდინოთ ხმა. მადლობთ ყურადღებიათვის“, _ წერს რამინი ქურიძე და შესაბამისი უწყებებისგან დახმარებასა და ყურადღებას ითხოვს.
როგორც „გურია ნიუსმა“ მერიის ინფრასტრუქტურის სამსხურში გაარკვია, თბილისის ქუჩა ამ ეტაპისთვის არ ჩასმული იმ ნუსხაში, სადაც უახლოეს პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა გახორციელდეს.