ცოტა ხნის წინ ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს 300 ქალზე. მათ გამოიანგარიშეს, რამდენ შოკოლადს მიირთმევდნენ ისინი. ბავშვის დაბადების შემდეგ კი დაადგინეს, რომ ბავშვის ხალისიანი გარეგნობა და დედის მიერ შეჭმული შოკოლადის რაოდენობა ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია.
გამოირკვა, რომ ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობისას შოკოლადს ყოველდღიურად მიირთმევდნენ, უფრო აქტიურები იყვნენ, მეტს იცინოდნენ და ხალისობდნენ. თანაც, ასეთ პატარებს ნაკლებად აფრთხობდათ მოულოდნელი სიტუაციები, ვიდრე იმ ბავშვებს, რომელთა დედებიც შოკოლადზე უარს ამბობდნენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შოკოლადში არის ისეთი ნივთიერება, რომელიც ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე დაბადებამდე მოქმედებს.