დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა როგორც შარშან, ჩვენ მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„მეორე მხრივ, დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობთ, მივალთ ისეთ შეთანხმებამდე, რომ ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულოთ და დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.