“ევროპული საქართველო” ლევან თარხნიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლის გაჩერებას არ აპირებს.
“ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხივრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს”, – წერს თარხნიშვილი.
დღეს, პარტია კიდევ ორმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემაც დატოვეს. ამ წუთებში “ევროპული საქართველოს” ყრილობა მიმდინარეობს, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.