ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, საპატრულო პოლიციის ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ “სოკარის” კუთვნილ ავტომანქანას შეეჯახა. როგორც გვაცნობეს, დაშავდა პატრულის თანამშრომელი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად “გურია ნიუსი” კლინიკის მთავარ ექიმს, თემურ კოროშინაძეს დაუკავშირდა.
კლინიკის მთავარმა ექიმმა გვითხრა, რომ დაშავებული მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
“პაციენტს აღენიშნება ხელის მეხუთე თითის ძვლის მოტეხილება და თავის ტვინის შერყევა. იმყოფება დაკვირვების ქვეშ”, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ.