12 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსით საქართველოს პარლამენტის 7 დეპუტატია ინფიცირებული.
როგორც „გურია ნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურში უთხრეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შემდგომ, COVID-19-ით საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი დაინფიცირდა.
„კოვიდინფიცირებულები არიან: მამუკა მდინარაძე, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეძმარიაშვილი და მიხეილ დაუშვილი. ყველა მათგანი სახლში მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს“ – ამბობენ პრესსამსახურში.