„ლიბერთი ბანკში“, მცირე სესხებზე, უფროსი თაობის მომხმარებლისთვის, სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 24-27%-ის ფარგლებშია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 30.65% -ია“, _ ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორმა, ვასილ ხოდელმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.
„ჩვენ ვსაუბრობთ, მცირე სესხზე, 1000-2000 ლარამდე შუალედში. დღეს ამ სესხებზე, დაახლოებით, 24-27 პროცენტამდეა ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ყველა მომხმარებლისთვის. ამ პროცენტს როცა დავამატებთ ყველა საკომისიოს, „ლიბერთი ბანკის“ მიერ უფროსი თაობის მომხმარებლებზე გაცემული მცირე სესხი ლარში, არაუზრუნველყოფილი, საბაზრო პირობებშია. ამასთან, ეს დამატებითი საკომისიო, კრედიტი მოიცავს ე.წ. დაზღვევის კომპონენტსაც. რაც ნიშნავს შემდეგს – ერთადერთი გამომყენებელი წყარო არის ის მომხმარებელი, რომელიც სესხით სარგებლობს და თუ ეს ადამიანი ამ ცხოვრებიდან მიდის, ამ სესხის გადახდა არც მისი, არც მისი ოჯახის და არც მისი სხვა რომელიმე აქტივით არ დგება, ჩვეულებრივი პროდუქტებისგან განსხვავებით, რომელიც ბაზარზე არსებობს.
ჩვენი მომხმარებლები უფროსი თაობის წარმომადგენლები მხოლოდ პენსიონერები არ არიან. ესენი არიან ადამიანები, საინტერესო პიროვნებები, პროფესიონალები, პროფესორები, რომელთანაც როგორც ბანკში, ასევე ბანკის გარეთ ვთანამშრომლობთ, საინტერესო პროექტებს ვაკეთებთ, _ განაცხადა ხოდელმა.