“ენკას” ბაზისკენ, სადაც აქციის მონაწილეები მიდიან, წყლის ჭავლის მანქანები მიჰყავთ, _ ინფორმაციას და ფოტო მასალას ,,რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
დღეს პოლიციასა და აქციის მონაწილეობას შორის, რიონის ხეობაში ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეები ნამოხავანში შესვლას ითხოვდენ, თუმცა, პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. სოფელ გუმათთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული და რიონის ხეობის მცველებს გზას უკეტავენ.
შემდგომ რიონის ხეობის მცველები და აქციის მონაწილეები გუმათიდან ჰესის მშენებლი კომპანიის, “ენკას” ბაზისკენ დაიძრნენ.
წყარო: რადიოთავისუფლება