რიონის მცველებმა, სოფელ გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლეს. ამ წუთებში ქალაქის ცენტრი პარალიზირებულია.
რიონის მცველები ამბობენ, რომ ნამახვანჰესის აშენებას არ დაუშვებენ.
ცნობისთვის, ნამახვანჰესის მშენებარე კომპანია “ენკას” ერთ-ერთ ბაზასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც სოფელ გუმათში პოლიციასთან მორიგი დაპირისპირება მოხდა და სამართალდამცვლებმა ხეობის მცველებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცეს. კომპანიის ბაზიდან კი ქუთაისში გადაინაცვლეს.