13-14 აპრილს, რუსთავში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გაიმართა საქართველოს პირველობა ახალგაზრდებს შორის.
გურიის ნაკრებმა, ჯამში, ხუთი მედალი მოიპოვა. აქედან, 3 _ ოქრო,1 _ ვერცხლი და 1 _ ბრინჯაო.
ოქროს მფლობელები გახდნენ: გიორგი თოხაძე (55კგ. წონითი კატეგორია, ოზურგეთი); საბა მამალაძე (82კგ. წონითი კატეგორია, ოზურგეთი);
ცოტნე ცინცაძე _ (130 კგ. წონითი კატეგორია, ოზურგეთი).
ვერცხლის მედალი, ასევე, ოზურგეთელმა რეზი ესაძემ მოიპოვა, რომელიც 97 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ლანჩხუთელი თამაზ ღლონტი კი, რომელიც 55 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა, ბრინჯაოს დასჯერდა.
მოჭიდავეები ასპარეზობისათვის მოამზადენ მწვრთნელებმა: გურამ მაჭარაშვილმა, ძმებმა ზურაბიანებმა, კობა ბალავინოვმა, ლაშა გუჯაბიძემ, უჩა მჟავანაძემ, დავით მჟავიამ (ლანჩხუთი) და დავით მაჭარაშვილმა.