ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, ერთი კი სამედიცინო პერსონალი.
ინფიცირების შემთხვევებიდან ორი შუა ფარცხმაში დაფიქსირდა. ინფიცირებულები ერთო ოჯახის წევრები არიან. ერთი შემთხვევა ზემო ფარცხმაში გამოვლინდა, რის გამოც საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება გახდა საჭირო.
ინფიცირების ერთი შემთხვევა გოგოლესუბანში, ერთი კი ბურნათში გამოვლინდა.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, კლასტერის შესწავლისას იკვეთება ჩოხატაურის გარეთ გასვლა და ასევე სტუმრად ყოფნა.
ჯანდაცვის ცენტრი მაცხოვრებლებს მოუწოდებს დაიცვან რეგულაციები და მოერიდონ ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში სიარულს.