ჟურნალისტი, გიდი ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
უნდა იცნობდე ქობულეთს რომ მიხვდე თუ რას ნიშნავს ეს ფოტო. ეს ისლამისა და ქრისტიანობის მშვიდობიანი თანაარსებობის გამოხატულებაა. არსად საქსრთველოში ეს ორი რელიგია ისე მშვიდობიანად არ თანაარსებობენ როგორც აქ.
სიმინდის ფქვილის “ხალვა” მიცვალებულთა სულის საოხად მზადდება ქობულეთში და მუსლიმური თემის ჩვეულებაა. თუმცა, ქობულეთლები ხშირად მას პასქასთან ერთად ამზადებენ და ამით გარდაცვლილი ადამიანის რელიგიურ კუთვნილებასთან კი არ უსვამენ, პირიქით შლიან.
ყველაფერი ეს ალბათ რელიგიური დუალიზმია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შემწყნარებლობას და ერთმანეთის სიყვარულის მაგალითია“, – წერს ფეისბუქზე ზურა ბაუჟაძე.