“ევროპული საბჭოს პრეზიდენტი“ შარლ მიშელი ახალ წინადადებით მიმართავს ქართველ პოლიტიკოსებს, როგორც სახელისუფლებო გუნდიდან, ასევე, ოპოზიცური პარტიების ერთ ნაწილს.
შარლ მიშელის მიმართვას უკვე მოჰყვა განცხადებები სოციალურ ქსელში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა ფეისბუქზე წერს:
“ნიკა მელიას პოზიცია, შემოთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი ენმ-ს საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების პროცესში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ენმ-ს თავმჯდომარეა (ამიტომაც, რა თქმა უნდა) არამედ იმიტომ, რომ იგია უშუალო მსხვერპლი და ზოგადად, იმ პროცესების დამწყები და სულისჩამდგმელი, რომელმაც მსოფლიო დღის წესრიგში დააბრუნა საქართველო, როგორც ქვეყანა!“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამიძე ფეისბუქზე შემდეგ შეფასებებს აკეთებს.
“ნიკა მელიას ტყვეობაში ყოფნით ვაჭრობენ. არჩევნების გამყალბებელი ცესკოს თავმჯდომარე ჟვანია არ შეიცვლება.
საოლქოს ხელმძღვანელებად იგივე მანქურთები დარჩებიან.
ემიგრანტები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 20 ივნისის რუსი გავრილოვის დამცველ თვალთხარიებზე ამინისტია უნდა გამოცხადდეს.
ვადამდელი არ იქნება ამ წელში. ამ დოკუმენტზე ხელმოწერას არ ვემხრობი.“ _ წერს ბესო ქათამიძე.