მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 98 დაშავდა.
Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევა კვირას ეგვიპტეში მოხდა.
ეგვიპტის რკინიგზის განცხადებით, მატარებელი კაიროდან მანსურისაკენ მიემართებოდა, რა დროსაც კაიროდან 40 კილომეტრში რელსიდან გადავიდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხვევის ადგილას 50-ზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო მობილიზებული. დაშავებულები სამ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.