შარლ მიშელის ახალ დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
როგორც ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს არ აწერს, სალომე სამადაშვილმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღო. ასევე, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ,,ევროპულმა საქართველომ“.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს: სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად, დავით ბაქრაძემ – ინდივიდუალურად, ხათუნა სამნიძემ, “გირჩმა”, გიორგი ვაშაძემ, ზურა ჯაფარიძემ, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძემ; ალეკო ელისაშვილმა, “ქართული ოცნებიდან” – არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.
ახალი საწყისი ამ ქვეყნისთვის, მშვიდობიანი და საქმიანი _ ასე შეაფასა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დოკუმენტის ხელმოწერა.
ახალი დოკუმენტის ხელმოწერას, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ონლაინრეჟიმში ადევნებდა თვალს.
პოლიტიკოსებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმაც მიმართა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ელჩმა მადლობა გადაუხადა შეთანხმების მონაწილეებს.
ასევე, შეთანხმება მიულოცა მხარეებს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმაც
„ამ 6 თვის განმავლობაში ძალიან რთული მუშაობა გავწიეთ და აშშ-ს სახელით, მინდა, მოგილოცოთ ეს წარმატება“, _ თქვა კელი დეგნანმა.