ჩოხატაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. ისინი კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილები.
როგორც კლინიკის დირექტორი, ანტონ ხუნდაძე “გურია ნიუსთან” ამბობს, დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული.
„ზოგს მუხლი აქვს დაზიანებული, ზოგს ნეკნები აქვს გატეხილი.საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. მიმდინარეობს კვლევა, როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა“,_ გვითხრა ხუნდაძემ.
ჩვენი ინფორმაციით, ახობაძის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.