პოლიციელები და ოჯახის წევრები ამ დრომდე ეძებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის თემი) მცხოვრებ მარიამ ბურჭულაძეს.
“გურია ნიუსი“ შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორს ნინო სადრაძეს ესაუბრა:
“გაწონასწორებული, ყურადღებიანი გოგოა. ძალიან პასუხისმგებლიანი მოსწავლეა. გუშინ სამივე გაკვეთილს დაესწრო და შემდეგ დატოვა სკოლა. ასევე მინდა გითხრა, რომ მას მოყავდა სკოლაში მისი და, რომელიც მეორეკლასელია და ასევე მას მიყავდა სახლში. ხან კიდევაც ელოდებოდა“, _ გვითხრა ნინო სადრაძემ.
როგორც გვითხრეს, მარიამ გუშინ თან არ ქონდა ტელეფონი. შემოქმედის საჯარო სკოლაში ასევე გვითხრეს, რომ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება მარიამის დედა. გავრცელებული ინფორმაციით, ნახეს წერილი, რომლებმაც მარიამ ბურჭულაძემ ინგლისურად დაწერა და ოჯახის წევრებისთვის დატოვა.
“გურია ნიუსი“ ამ წუთამდე ელოდება დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან.