გულგრილად ვერ ჩავუარეთ ქუჩაში ხელიხელჩაკიდებულ, სიცილით, სვენებ-სვენებით მიმავალ ქალბატონებს, რომლებსაც, სიცილისა და პირბადის მიღმა, აშკარად ეტყობოდათ, რომ დარდსა და ტკივილს მალავდნენ. მორიდებით ვთხოვეთ ფოტოს გადაღება უსაყვარლეს ქალბატონებს, რომელთაგან ერთი ჩოხატაურში, გოგიბერიძის ქუჩაზე მცხოვრები გულნაზ კიკვაძედ გაგვეცნო, მეორე კი, სოფელ გოგოლესუბნის მკვიდრი დალი ჩხიკვიშვილია.
სად იყვნენ და რა აწუხებთ ქალბატონებს, _ ამის შესახებ “გურია ნიუსი” მალე გიამბობთ, მანამდე კი ფოტო _ “ორი მეგობრის სიცილში დამალული ტკივილი”.