ბახმაროში 12 მგვტ ჰესის მშენებლობაზე წარმოება განახლდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია: “განცხადება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე – შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მდ. ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი.
შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ს მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი იქნა მდ. ბახვისწყალზე 12 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში (იხ. ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29333).
ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სამინისტრომ გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით შეაჩერა აღნიშნული პროექტის ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31512).
შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-მა ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 აპრილს, N6862 წერილით სამინისტროში წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია.
გურიაში ამ მშენებლობას გარემოსდამცველები და ადგილობრივები აპროტესტებენ.
ამავე თემაზე:
“გადავარჩინოთ ბახმარო!“ _ უნიკალურ კურორტზე 12-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება
რატომ დაიწუნა და შეაჩერა სამინისტრომ ბახმაროში ჰესის პროექტი