ფინელი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის ჰაიდი ჰაუტალას მხარდაჭერა იმ არასამთავრობოებს, რომლებიც ნამახვანჰესის საკითხზე მუშაობენ, _ ამის შესახებ ის twitter – ზე წერს.
“მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ”, – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველების მიერ მთავრობისთვის მიცემული ვადა დღეს, 23 აპრილს იწურება. ისინი პასუხს პრემიერ-მინისტრისგან ელოდებიან, ადგილობრივ მოსახლეობას 3 მოთხოვნა აქვს, რომელთა შესრულების შემდეგაც დიალოგის განახლებას დათანხმდებიან.