როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, ცოტა ხნის წინ ოზურგეთში, დაბა ლაითურში ციხის მშენებლობაზე დასაქმებულს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა.
როგორც გვატყობინებენ, მუშა, რომელიც მეზობელი მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო, ადგილზე დაიღუპა.
“გურია ნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს.