ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამი არ დაფიქსირდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ამ მიმართულებით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც 2 კვირის წინ დავიწყეთ ინდოეთიდან შემოსული მოქალაქეების მკაცრი კონტროლი. მათ მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, განსაკუთრებული შეზღუდვები და მაქსიმალური კონტროლი არის დაწესებული. ეს არის ჩვენი ამოცანა – მაქსიმალურად მოვახერხოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დაფიქსირდეს, ვინაიდან, გიდასტურებთ, ამ შტამს ახასიათებს განსაკუთრებით სწრაფი გავრცელება და ასევე მძიმე გამოსავლები“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 304 272 შემთხვევაა დადასტურებული.