79 წლის ოზურგეთელმა ექიმმა ნანა ტრაპაიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, _ ამის შესახებ მისი შვილიშვილი, მარიამ მაღულარია ფეისბუქზე წერს.

“ეს პოსტი ეძღვნება ჩემს ექიმ ბებიას. მთელი პანდემია, გაიძახის: “პირბადე გაისწორეთ“, “ცხვირზე აიწიეთ“, “ნიკაპზე გაქვთ” და სხვა. პაციენტებთან მუშაობს და 79 წლისაა. რისკია მისი სამსახურში ყოფნა, მაგრამ არ შეუძლია მისი პროფესიის გარეშე. თან მასზე დგას მთელი გურია.
ნანა ყველაფრის მაგალითია ჩემთვის. ყველაფრის მჯერა, რასაც ამბობს და ახლაც, გაიკეთე ვაქცინა, არაფერს გავნებს ჩინურიცო, რომ მითხრა, მივხვდი, ესაა ჩემი ჯანმოც და დაავადებათა კონტროლიც.
უშვილობას იწვევსო, თქვა ვაქცინაზე, იგივეა, რაც ანტენა ამოგივა თავზეო, _ მომიგო გურულად.
ხოდა, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს განათლებული, ძალიან.
ახლა ნანა ჩამახუტა, არაფერი მინდა”, _ წერს ფეისბუქზე მარიამ მაღულარია.































































