https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ქართული თექა ჩემი გატაცებაა!”

6:04; 29.04.2021
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში მისდევდნენ ოდითგან, რადგან სადაც მეცხოველეობა კარგად იყო განვითარებული, კერძოდ, _ ცხვარი, იქ მატყლის მარაგიც იყო. თექაში მისი უნიკალური სინთეზირება კი ჩვენი ხალხის შემოქმედებითი შესაძლებლობის მაქსიმალური გამოვლინება იყო ძველთაგანვე.

ჩვენს ქვეყანაში, უფრო მთიანეთში, მატყლის მოთელვის კარგად შემონახულმა ხელოვნებამ, დღეს ახლებურად იჩინა თავი. თუ ადრე უფრო საყოფაცხოვრებო ნივთების კეთებით იყვნენ დაკავებული, დღეს აქტიურად მისდევენ ქართული თექის ხალიჩების თუ კონკრეტული ნივთების, დეკორაციების, ასევე, მრავალნაირი აქსესუარების კეთებას.

30 წლის ლალი ქინქლაძე, რომელიც ახალგაზრდა დედა და დიდი ოჯახის პატრონია, ხელსაქმის დიდოსტატიც არის.

ახლახან დედაქალაქიდან სოფელს დაუბრუნდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჯერ სახლს და კარმიდამოს ახლებური იერი დაატყო, მერე კი საგანგებოდ შესწავლილ თექაზე მუშაობის ხელოვნებას მიუბრუნდა და საყვარელი ხელსაქმით (ბევრ საოჯახო საქმესთან ერთად), მცირე ბიზნესის წამოწყებას ცდილობს.

ქარგვის, კერვის, ბისერებზე მუშაობის ცოდნა ბავშვობიდან მოსდევს, თუმცა, თექაზე მუშაობამ როცა გაიტაცა, სპეციალური კურსიც გაიარა _ ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა თექაზე მუშაობის სველი და მშრალი ეფექტის საიდუმლოს. როცა სასურველი სერტიფიკატი მიიღო, არ დამშვიდებულა და მეტის ძიებას შეუდგა.

_ თუ ოჯახთან ერთად შევძელი, შესაძლოა, ამ კუთხით მეტი განათლება მივიღო, _ ამბობს ის და პროფესიით იურისტს, არ ეძნელება, სხვა სპეციალობას დაუთმოს ცხოვრების დიდი ნაწილი.

_ იმდენად კარგად გამომივიდა თექაზე მუშაობა, ვფიქრობ, ამ ხაზს არ დავკარგავ. ქართულ თექაზე მუშაობას რაღაც ჯადოსნური ხიბლი აქვს. ყველა ეფექტი, მშრალი თუ სველი, გიბიძგებს აქამდე უცნობი სიახლის აღმოჩენისკენ, _ ამბობს ახალგაზრდა ქალბატონი და საკუთარ სააღდგომო ნაკეთობებს გვაჩვენებს.

ამბობს, რომ ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის მოახლოებისას, საგანგებოდ მუშაობს _ აკეთებს უამრავ დეკორაციულ, სახასიათო ნივთს, რაც ვიზუალით და შინაარსით მთლიანად უკავშირდება აღდგომას, ბრწყინვალე შვიდეულის კვირას. ზოგადად, სიცოცხლის განახლების წყურვილს…

_ ახლა ონლაინ გაყიდვებით ვარ დაკავებული. ამ საქმეში პირველ ნაბიჯებს ვდგამ. თქვენი თანადგომა ჩემთვის უზარმაზარი სტიმულია, როგორც ახალგაზრდის დასაქმების საქმეში გზამკვლევი სიტყვის შემოშველება. ჩემი პატარა გოგონა უკვე კარგად ახერხებს ქსოვას, ქარგვას, ბისერებზე მუშაობას. თუმცა, მინდა, თექაზე მუშაობის ხელოვნებას დაეუფლოს და წამომეშველოს, რომ მცირე ბიზნესი დავძრათ და საოჯახო ეკონომიკა გავაძლიეროთ. ისეთი საქმე უნდა ვაკეთო, რაშიც ქართული კულტურის სულიერი საფუძველიც დევს, _ გვეუბნება ლალი ქინქლაძე და ამბობს, რომ ონლაინ დაკვეთები არც ისე ბევრია, თუმცა, არც ცოტა და რაც მთავარია, პანდემიის პირობებში სწავლობს აქტიური მოქმედების წესს. უყალიბდება ახლებური ხედვაც.

_ ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა. რანაირი გასაჭირიც უნდა წარმომედგინა, არ ვიფიქრებდი, რომ სახლში დაჯდომა, პრიმიტიულად რომ ვთქვა, ცხვირ-პირის აკვრა დაგვჭირდებოდა. ასევე, შეგვეზღუდებოდა მეზობელთან, მეგობართან მისვლა. ცხოვრება მაინც ძალიან ლამაზია და ღიმილის დამალვაც რომ გიწევს, ეს ტკივილია. ამიტომ მინდა, ჩემს ნამუშევრებში საგანგებოდ ჩანდეს სააღდგომო განწყობა, ზეცამდე ამაღლების სურვილი, ფერების სიკაშკაშე… მგონია, რომ ასე თავიდან ვსწავლობთ ცხოვრებას. უფრო სწორად , ახალ ცხოვრებას ვსწავლობთ, რომლითაც პანდემია უნდა შევაჩეროთ და გავანადგუროთ. აი, ეს აზრი მიტრიალებს თავში, _ ასე გადმოგვცემს ლალი ქინქლაძე საკუთარი შემოქმედებითი უნარებით შექმნილ “განწყობის თეორიას”.

მთავარი რაც არის, მას შეუძლია და აქვს სურვილი, თექის ქსოვილის ახალი ნიმუში შექმნას.

_ მატყლი ნაირ-ნაირია. ქართული მატყლი უნიკალურია. ამიტომ არის ქართული თექა გამორჩეული. ძალიან მაინტერესებს ის უნიკალურობა, რაც ბუნებრივ მატყლს ახასიათებს _ თექის ქსოვილს, თუ ის ასპროცენტიანი მატყლისგანაა დამზადებული, იყენებენ სამკურნალოდ. როგორც წავიკითხე და კვლავ აქტიურად ვეცნობი სხვადასხვა ლიტერატურას, მატყლი შეიცავს ნივთიერება ლანოლინს, რომელიც იცავს ქსოვილს ყველანაირი დაბინძურებისგან. ასევე, აქვს სამკურნალო თვისება რევმატიზმის, წელის და ხერხემლის ტკივილისას, შველის ართრიტს. როგორც სამოსი, არის საუკეთესო ჰაერგამტარი. ჰოდა, რა სჯობს, თუ მაღალკვალიფიციურად დაეუფლები თექის დამუშავების ხელოვნებას, იმუშავებ თექით ტანსაცმლის შექმნაზე, რითაც ადამიანი შეიმოსება ან შენს მიერ შექმნილ, თექით დამზადებულ რომელიმე დეტალს გამოიყენებს? _ სიხარულით ამბობს და გვაჩვენებს მის მიერვე დამზადებულ, სამოსზე მოსარგებ ფართო საყელოებს, რაც ახლა ძალზე მოდურიცაა.

კიდევ ერთი მიზანი, რაც ლალი ქინქლაძეს აქვს დასახული, ხალხური რეწვის ოსტატის წოდების მოპოვებაა. თუმცა იქამდე, როგორც თავად ამბობს, დიდი გზაა გასავლელი. მიაჩნია, რომ ბიზნესი, დიდი თუ მცირე, მაშინ უფრო ნიშანდობლივი, საინტერესო და წარმატებულია, თუ მასში სულიერი კულტურის სუნთქვა და ჰარმონია იგრძნობა.

_ არ მაინტერესებს, ვთქვათ, მქონდეს ძალიან ბევრი შაქარი ან კარტოფილი და რეალიზებაც უსაზღვროდ შემეძლოს. კი არ დავცინი ამ პროდუქციით მოვაჭრეს, უბრალოდ, მე მაქვს ჩემი განწყობა, ჩემი მოტივაცია და მიდგომა, რითაც საოჯახო ეკონომიკასაც გავაძლიერებ და ქართული თექის საიდუმლოს, უფრო სიღრმეებიდან ამოცნობილს ამოვიტან. ყველაზე ძალიან ამ საქმეში და ზოგადად, საოჯახო საქმეში, მეუღლე მტკიცედ მიდგას გვერდით _ ასე რომ, ძალიან თავდაჯერებული ვარ და ვიცი, წარმატებას მივაღწევ! _ ასეთი განწყობით გვემშვიდობება ჩვენი მასპინძელი და გვარწმუნებს, რომ კვლავ ვიქნებით მისი შთაგონებით შექმნილი, უფრო მაღალი ხარისხის ნამუშევრების მხილველი.

წარმატებას და გამარჯვებებს ვუსურვებთ თავისებური ხედვითა და შთაგონებით შემართულ ქალბატონს, ლალი ქინქლაძეს, რომელიც პანდემიის პირობებში, ოჯახით სოფელს დაუბრუნდა და უდავოა, საკუთარ სიტყვას გამორჩეულად იტყვის.

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

"კაპიტალურად გაკეთებული გზა სიცოცხლისთვის საშიში გახდა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ ვეღარ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვით – რა წერია ახალ ბრძანებაში

20:27; 14.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთელმა ქალბატონმა ქუჩაში ფული იპოვა

18:28; 14.02.2026
საზოგადოება

“ალა­პა­რაკ­და სკვერ­ში ცე­მის თვითმხილ­ვე­ლე­ბი!” – რას წერს მოკლული მასწავლებლის დედა

16:40; 14.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

16:33; 14.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში ახალი ცენტრი „ნაბიჯი სინათლისკენ” _ განვითარების აკადემია/,,Steb Towaed the Ligt” -Development Academy გაიხსნა

14:53; 14.02.2026
ზაფრანი

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

14:17; 14.02.2026
მსოფლიო

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

13:38; 14.02.2026
სამართალი

შსს-მ სამი არასრულწლოვანი დააკავა

13:06; 14.02.2026
საზოგადოება

ვინ ვერ დასაქმდება სკოლაში – შეზღუდვები მასწავლებლებისა და სკოლაში დასქმების სხვა მსურველებისთვის

12:40; 14.02.2026
საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14.02.2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14.02.2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14.02.2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14.02.2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14.02.2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო