საქართველოს ეროვნული ნაკრების და ხვამლის 18 წლის მორაგბე, დავით ნინიაშვილი, კარიერას ფრანგულ TOP 14-ში გააგრძელებს.
ქართველი უკანახაზელი, რომელსაც საკლუბო დონეზე მხოლოდ პირველ ლიგაში უთამაშია, ფრანგულ კლუბის ესპუარებთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ „ლიონთან“ ასევე 3-წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა ბექა საღინაძემ.