ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში კორონავირუსზე ჩატარებულია 38773 ტესტი, დადასტურებულია კორონავირუსის 3832 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3651 ადამიანი, გარდაცვლილია 45.