ჩოხატაური – ბახმაროს საავტომობილო გზის გასწრივ, ჯვარცხმაში, ფართობებსა და ქარსაცავ ზოლში გაჩენილი ხანძარი, რომელიც გაზსადენსაც უქმნიდა საფრთხეს, ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ავრცელებს.
„მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამაშველო სამსახურის ჩოხატაურისა და ოზურგეთის მეხანძრე – მაშველებს, სოფლის ახალგაზრდებს, მაჟორიტატი დეპუტატის კოკა მდინარაძის თაოსნობით და გურიის გუბერნატორს, გიორგი სახოკიას, ხანძრის ლიკვიდაციაში, უშუალოდ, მონაწილეობისთვის.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ნუ გააჩენთ ხანძარს ტერიტორიების გასუფთავების მიზნით. გარდა იმისა, რომ ეს ისჯება კანონით, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას”,_ აცხადებს კუჭავა.