მსახიობ კახი კავსაძეს დღეს საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
დამსახურებული არტისტის სამოქალაქო პანაშვიდი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში იმართება.
ცნობისთვის, კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა.
ის რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.