ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 3876 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3691 ადამიანი, გარდაცვლილია 48. აქტიურია ინფიცირების 137 შემთხვევა.