თბილისში პოეტი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიშო დადიანს რამდენიმე დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. ფაქტს წინ დაპირისპირება უძღოდა.
დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. დადიანი, ამ დრომდე, საავადმყოფოში რჩება. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევის შემდეგ მისი მეგობრები პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, მაგრამ, ამ დროისთვის, დაკავებული არავინ არის.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანრთელობის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.