გასულ კვირას, ნიგერიაში შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 97 ადამიანი დაიღუპა და 58 ადამიანი გაიტაცეს, არიან დაშავებულები – აღნიშნულ ინფორმაციას Anadolu ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შტატის გუბერნატორმა აბუბაქარ ბელომ ადრე დაადასტურა, რომ ბოკო ჰარამის თავდასხმის შედეგად 3 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა.
ცნობისთვის, ბოკო ჰარამი თავს დაესხა კაურეს, ჩრდილოეთ ნიგერის შტატში მდებარე თემს.