საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3 მაისის მდგომარეობით, 8.05%-ია. ბოლო 14 დღის განმავლობაში – 5.02%, ხოლო 7 დღის მონაცემი კი – 5.74%-ია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 313 742 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 295 458, გარდაიცვალა 4 183 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.