ალბათობა იმისა, რომ ქვეყანაში იყოს ვირუსის ინდური შტამი, ნამდვილად არის, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ინდური შტამი ლაბორატორიულად არ დადასტურებულა.
”ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა. ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა, ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყანაში, ნამდვილად არის, მაგრამ მოგეხსენებათ, რასაც ჩვენ ვასეკვენირებთ და ვიკვლევთ შტამებს, ძირითადად არის ბრიტანული შტამი”,– თქვა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლი კორონავირუსის სხვადასხვა შტამს იკვლევს და ქვეყანაში, ძირითადად, ბრიტანული შტამია დაფიქსირებული.