ოზურგეთში ეპიდვითარება ისევ მზარდია.
გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 36 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 3939 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3725 ადამიანი, გარდაცვლილია 49. ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსის 155 შემთხვევა.