ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 109 შემთხვევაა აქტიური.