ჩემთვის გიორგი გახარია მესამე ძალა არ არის. მითხარით, დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. შეიძლება „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკურენტი გახდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა განუცხადა.
„ვის დავუჭერთ მხარს? ვის ვგულისხმობ, ნახავთ. ისეთები იქნებიან, გაიმარჯვებენ, ნახავთ. მთავრობას ყოველთვის აქვს საშუალება, არჩევნებში მინიმუმ 30% აიღოს, დანარჩენი რამდენს აიღებს, დაუთვალონ ხმები. თუ არ მოისვენებენ, მიიღებენ მაგას, იმიტომ, რომ ძალიან აურიეს ქვეყანა. ვის რა გაუკეთებია, რა გმირები ეგენი არიან, ომში იბრძოდნენ თუ 2008-ში არ გარბოდნენ ქვეყნიდან? რაც ერი ვართ, იმას ვირჩევთ ხოლმე.
რაც შეეხება გახარიას, ჩემთვის გიორგი გახარია მესამე ძალა არ არის. მითხარით, დადებითი რა გააკეთა? თუ ჭკუა აქვს, არ უნდა მოვიდეს. შეიძლება „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კონკურენტი გახდეს. დაბალრეიტინგული პოლიტიკოსია. 200 ათას „ლაიქს“ ვინც უკეთებდა, კარგად ნახეთ, ზურგს უკან ვინ ედგა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.