სენაკში პოლიციის მიმდებარედ, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა გარუჩავამ აქცია პერფორმანსი გამართა.
როგორც მან განაცხადა, აღდგომა დღეს პოლიციამ საფლავზე გასვლისთვის დააჯარიმა. ამ ოპერაციაში უშუალოდ ჩართული იყო სენაკის პოლიციის უფროსი ბესო მაქაცარია.
“ის კვერცხები, რომელიც ვერ გადავაგორე წინაპრების საფლავზე , დღეს სიმბოლურად გადავუგორე პოლიციის უფროსს. აღდგომა დღეს ჩემი დაკავების უკანონო ფაქტს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ”, _ ამბობს გარუჩავა.
ცნობისთვის. კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალა. კანონის დამრღვევს კი 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.