გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ოზურგეთში დადასტურდა.
ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კი ლანჩხუთში ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რაც შეეხება ჩოხატაურს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ინფიცირების შემთხვევა გასული 24 საათის განმავლობაში არ გამოვლენილა.