„კეთილი მამა არ დატოვებს შვილს გარეთ და ფაქტობრივად, მან გარეთ დამტოვა“, _ ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე დედა სოსანამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი განმარტებით, ჟურნალისტებს დაურეკა იმიტომ, რომ საპატრიარქოსთვის მიეწვდინა ხმა და ეთქვა _ ეპისკოპოსი, რომელიც ჭყონდიდში დაადგინეს, იქცეოდა არაქრისტიანულად და დახმარებოდნენ.
როგორც დედა სოსანამ თქვა, მან ორჯერ კიდევ სცადა კარის გაღება, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა.
„აინტერესებთ ქონება, ანგარიშის ნომერი, შემომწირველების სახელები და სეიფის გასაღები. ფაქტობრივად, აინტერესებთ მონასტრის ქონება და მატერიალური მდგომარეობა“, _ აღნიშნა დედა სოსანამ.
როგორც დედა სოსანამ პრესკონფერენციაზე თქვა, მეუფე სტეფანემ მოსთხოვა მანქანის და ტელეფონის დატოვება, მაგრამ არ დატოვა, რადგან, მისივე თქმით, „დაინახა, რომ ადამიანის სულზე წინ სხვა რაღაცებს აყენებდნენ“.