ისრაელი, სამშაბათს, დილის საათებში თავს დაესხა ჰამასის საველე მეთაურის რამდენიმე სართულიან სახლს და დაბომბა ორი სასაზღვრო გვირაბი. ჰამასმა და სხვა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ათობით რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ღაზას მებრძოლებმა 250-ზე მეტი რაკეტა ისროლეს მიმართულებით, რის შედეგადაც ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
ისრაელისა და ღაზას შორის ტრანსსასაზღვრო თავდასხმების შედეგად, ორშაბათიდან ამ დრომდე, 24 ადამიანია დაღუპული, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ღაზას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულებს შორის 9 ბავშვია.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილებს შორის ჰამასის 15 მებრძოლია.
ისრაელის პრემიერ -მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასმა “გადაკვეთა წითელი ხაზი” და ისრაელი პასუხობს “დიდი ძალით”.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდეს დაძაბულობა რაც შეიძლება სწრაფად განმუხტონ.