დღეს, ლაჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონი და ვიცეჩემპიონი- „ლანჩხუთი“ და „ნიკე“ დაუპირისპირდნენ, რომლებიც ბოლო სამი წელია, ჩემპიონის ბედს ერთმანეთში არკვევენ.
ლანჩხუთელმა გოგონებმა სტადიონზე მისული ქომაგობა არ გააწბილა და მთავარი კონკურენტი 2:1 დაჯაბნა. დღევანდელი მოგებით „ლანჩხუთმა“ „ნიკეს“ 5 ქულით გადაუსწრო და ფაქტობრივად, სერიოზული საჩემპიონო განაცხადიც გააკეთა.
ფაქტია, რომ გურულები მიმდინარე პირველობას უდანაკარგოდ ლიდერობენ, თბილისელებმა კი მეორე ტურში, მოულოდნელად, ხობში დაკარგეს ქულები.
წინა ტურში, „ლანჩხუთმა“ ჩემპიონობის კიდევ ერთი ფავორიტი („კვარტალი“) სტუმრად 5:1 დაამარცხა.