ბრძოლამ ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის გასულ ღამეს ესკალაცია განიცადა – ისრაელმა საჰაერო იერიშები განახორციელა ჰამასის პოზიციებზე ღაზის სექტორში, პალესტინელებმა ისრაელის სიღრმეში რაკეტები ისროლეს.
12 მაისს, დილით, ღაზის სექტორში ჯანდაცვის სფეროს მესვეურები აცხადებდნენ, რომ შეტაკებების ორი დღის წინ დაწყების შემდეგ დაღუპულია სულ მცირე 30 პალესტინელი, მათ შორის 10 ბავშვი და დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ანკლავში 140-მდე სამიზნეზე მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია სულ მცირე 20 ექსტრემისტი. შვიდი ისრაელელი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ღაზის მმართველი ჰამასის და ისლამური ჯიჰადის სახელით ცნობილი ჯგუფის მიერ ასობით რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.
მედია საშუალებებში გავრცელდა ფოტოები, თუ როგორ გამოიყურება ისრაელის ქალაქები და ღაზას სექტორი გუშნიდელი ავიაიერიშების შედეგად.