სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს”,_ აღნიშნულ ინფორმაციას ლაშა გვასალია თავადვე ადასტურებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „მიზეზი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან მეგობრობა”.
“გაოგნებული ვარ, მეგობრებო, დღეს “ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც ყველაფერი მისცა ჩემმა ოჯახმა, ვისთვისაც იმდენი გავაკეთე, ჩამოთვლაც რომ შეუძლებელია, ვისი ერთგულიც ამ წუთამდე ვარ, მოითხოვა ჩემი სამსახურიდან გაშვება (გუბერნატორს სთხოვენ დაჟინებით, ბრძანებით გამიშვას, არადა, არაფერი დამიშავებია)!!! ბრალდება-გიორგი გახარიასთან მეგობრობა!!! ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ! ვაი, თქვენს პატრონს უბედურს! ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იცის, ვინ დააფუძნა სამეგრელოში “ქართული ოცნება”? ვინ შექმნა პირველადი ორგანიზაციები? ვინ ხელმძღვანელობდა საარჩევნო შტაბს არაერთგზის და წარმატებულად? ვინ იყო ყველა ნაცური რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის წინამძღოლი? ვინ იყო ერთ-ერთი იდეოლოგი “ქართული ოცნებისა”?! მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბრწყინვალე ოჯახისა! დანარჩენებს მოგხედავთ! ჯერაც ვერ წარმოგიდგენიათ, პარტიაში შეყუჟულო წრუწუნებო, რა დაგემართებათ!” _ წერს გვასალია.