The Times of Israel–ის ინფორმაციით, ისრაელში მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კოვიდ 19-ს აქვს სამმაგი შეტევის მექანიზმი, რის შედეგადაც, უჯრედები იმუნიტეტს სწრაფად ვერ გამოიმუშავებენ.
ლაბორატორიებში მრავალი საათის გატარების შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვირუსი მტრულად მოქმედებს უჯრედის ცილების წარმოების მექანიზმზე და აჩერებს იმუნურ სისტემას.
„კვლევა დაგვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ იწვევს ეს ვირუსი მოულოდნელად ასეთ სერიოზულ დაავადებას. კვლევისას ვნახეთ, რომ ის ძირითადად აზიანებს უჯრედების შესაძლებლობას გაუგზავნონ საჭირო სიგნალები იმუნურ სისტემას“,_ განაცხადა კვლევის ავტორმა ნოამ შტერნ-გინოსარმა.
მისი თქმით, ამ კომუნიკაციის უნარის დამორჩილება ვირუსს რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია.
მან აღნიშნა, რომ ამით აიხსნება, COVID-19 -ით ინფიცირებული პაციენტები რატომ განიცდიან ჯანმრთელობის მდგომარეობის უცაბედ გაუარესებას.