ლანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს.
უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი სამუშაოები.
გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირება კორონავირუსზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,”- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრში.