ცოტა ხნის წინ სააგენტო „გლობალ სიტის ინდექსმა“ მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქალაქები დაასახელა და ამ სიაში პირველი სამი ადგილი ნიუ-იორკმა, ლონდონმა და ტოკიომ დაიკავა.
ამ რეიტინგში შესული მსოფლიოს 65 მეგაპოლისი ხუთი კატეგორიის მიხედვით შეფასდა: საქმიანი აქტივობა, ადამიანური კაპიტალი, საინფორმაციო გაცვლა, კულტურული გამოცდილება და სამართლებრივი ურთიერთობები.
საქმიანი აქტივობის მხრივ ლიდერები ნიუ-იორკი, ტოკიო და პარიზია. ადამიანური კაპიტალით ლონდონი, ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი ლიდერობენ. საინფორმაციო გაცვლების კატეგორიაში მოწინავეთა შორის აღმოჩნდა ნიუ-იორკი, ჟენევა და ლონდონი. რაც შეეხება კულტურულ გამოცდილებას, აქ პირველთა შორის ლონდონი, პარიზი და ნიუ-იორკი სახელდება. სამართლებრივი ურთიერთობების თვალსაზრისით საპრიზო სამეულში ვაშინგტონი, ნიუ-იორკი და ბრიუსელი მოხვდა.
ამ კატეგორიაში მახასიათებლებად საელჩოებისა და საკონსულოების, ანალიტიკური ცენტრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რაოდენობა გამოიყენება.
საერთო რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება: ნიუ-იორკი, ლონდონი, ტოკიო, პარიზი, ჰონკონგი, ჩიკაგო, ლოს-ანჯელესი, სინგაპური, სიდნეი და სეული.